გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, მადუროს ვიცეპრეზიდენტი, დელსი როდრიგესი რუსეთში იმყოფება მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა.
აშშ-ს სპეცოპერაციის შემდეგ როდრიგესმა ტრამპს მოუწოდა, რომ მადუროსა და მისი ცოლის "სიცოცხლის დამადასტურებელი" საბუთი წარადგინოს.
"ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტი ნიკოლას მადუროსა და პირველი ლედის, სილია ფლორესის, ადგილსამყოფელი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პრეზიდენტი მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ საბუთს." - განაცხადა როდრიგესმა სამთავრობო მედიასთან ტელეფონით საუბრისას
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.
რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თუ როგორ მიმდინარეობდა აშშ-ს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ვენესუელის დედაქალაქში.





