გამოცემა CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი აშშ-ს სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ღამით თავიანთ საძინებელში დააკავეს.
როგორც გამოცემასთან წერს, ოპერაცია აშშ-ს არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფმა, Delta-მ მაშინ ჩაატარა, როდესაც წყვილს ეძინა და მას ამერიკულ მხარეს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.
რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თუ როგორ მიმდინარეობდა აშშ-ს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ვენესუელის დედაქალაქში.





