რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვაშინგტონის ქმედებები ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას წარმოადგენს, რომელიც ღრმა შეშფოთებასა და დაგმობას იმსახურებს.
"დღეს დილით აშშ-მ ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტი განახორციელა. ამან ღრმა შეშფოთებასა და დაგმობა გამოიწვია. ამგვარი ქმედებების გასამართლებლად მოყვანილი საბაბები უსაფუძვლოა. იდეოლოგიურმა მტრულმა დამოკიდებულებამ სძლია პრაგმატულ მოსაზრებებსა და მზადყოფნას, რომ ურთიერთობები ნდობაზე დამყარებულიყო". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსებული ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და დიალოგის გზით სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაზე კონცენტრირება არის აუცილებელი.
"ჩვენი მოსაზრებაა, რომ ყველა პარტნიორმა, რომელთაც ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აქვთ, პრობლემების გადაჭრის გზები დიალოგზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით უნდა მოძებნოს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ამ პროცესში“. - აცხადებენ სამინისტროში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვენესუელას უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი ყოველგვარი დესტრუქციული, განსაკუთრებით კი სამხედრო გარე ჩარევის გარეშე.
ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს.





