აშშ-ვენესუელა

ბელარუსის საგარეო: ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას კატეგორიულად ვგმობთ

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Reform.by

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვენესუელაში აშშ-ს მიერ მიტანილ იერიშს "კატეგორიულად გმობს", მადუროს რეჟიმის მიმართ "ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს" და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

"ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიას კატეგორიულად გმობს და მას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. 

ბელარუსული მხარე ვენესუელის კანონიერი მთავრობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს და უერთდება მოწოდებას გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის ჩატარებისკენ, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნების მხრივ მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია. 

კარაკასში ბელარუსის დიპლომატიური მისია მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებს და მისი პერსონალი უსაფრთხოდ არის. ბელარუსის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვითარების მონიტორინგთან დაკვშირებით სამუშაოები მიმდინარეობს; მათთან დაკავშირებით ექსტრემალური შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ბელარუსის რესპუბლიკა აღნიშნავს, რომ ვენესუელელი ერის უფლება, საკუთარი ბედი დამოუკიდებლად განსაზღვროს, ხელშეუხებელია. გარეგანი ჩარევის ნებისმიერი ფორმა, განსაკუთრებით კი ძალისმიერი, გაუმართლებელია". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს

კომენტარები