ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია

მართლაც სანიმუშოდ ვაქცევთ ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას - ლიპარტელიანი

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავჯდომარედ ყოფილი ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ივანიშვილის დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმატებაში ახალგაზრული ორგანიზაციის როლს და დასძინა, რომ დაეხმარებიან ქვეყნის ახალგაზრობას, რომ იცხოვრონ და "განვითარდნენ სწორად და ჯანსაღად."

"ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამიმიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. რადგან ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის.

მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. ერთად დასახულ მიზანს აუცილებლად განვახორციელებთ, მართლაც სანიმუშოდ ვაქცევთ ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას. შესაბამისად, დავეხმარებით მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას იცხოვრონ, განვითარდნენ სწორად და ჯანსაღად, გამოადგნენ საკუთარ თავს, ოჯახსა და სამშობლოს." - თქვა ლიპარტელიანმა ყრილობაზე. 

კომენტარები