რუსეთი-პოლონეთი

პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

MiG 29-ის ტიპის პოლონური ავიაგამანადგურებლები
Euronews

პოლონეთის არმიის განცხადებით, პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდა.

"დღეს დილით, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებზე, პოლონეთის ავიაგამანადგურებელმა თვითმფრინავებმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი შეამჩნიეს, გზა გადაუჭრეს მას და შესაბამისი ზონიდან გააცილეს," ნათქვამია პოლონეთის არმიის განცხადებაში.

პოლონეთის არმიის თქმით, მათ აგრეთვე შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.

"დეტალური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ეს, დიდი ალბათობით, კონტრაბანდისთვის გამოყენებული ბუშტები იყო, რომლებიც ქარის მიმართულებისა და სიჩქარის შესაბამისად გადაადგილდებოდნენ," აღნიშნა პოლონეთის არმიამ.

ამასთანავე, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე პოდლასკის რეგიონში, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, უსაფრთხოების მიზეზით საჰაერო სივრცის ნაწილი სამოქალაქო ავიაციისთვის დროებით დაიხურა.

კომენტარები