დაჭრა

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით  - 1991 წელს დაბადებული ლ.მ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ლ. ბრალდებულის სახით თბილისში  დააკავეს."- წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები