აშშ

ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის პოლიციის განცხადებით, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი მასობრივი სროლის მთავარი ეჭვმიტანილი ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ სეილემში, ერთ-ერთ საწყობში გარდაცვლილი იპოვეს.

13 დეკემბერს, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ 18 დეკემბერს ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ სეილემში ეჭვმიტანილის ავტომობილს მიაგნო.

ქალაქ პროვიდენსის პოლიციის უფროსის, ოსკარ პერესის თქმით, უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა, კლაუდიო ნევეშ ვალენტემ თავი მოიკლა.

ამავდროულად, მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურის ცნობით, ვალენტემ ბრაუნის უნივერსიტეტში განხორციელებული თავდასხმიდან ორ დღეში, 15 დეკემბერს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბრუკლაინში MIT-ის პროფესორი ნუნო ლურეიროც მოკლა.

გამოძიების ცნობით, ვალენტე და ლურეირო 1995 წლიდან 2000 წლამდე, პორტუგალიაში ერთსა და იმავე აკადემიურ პროგრამას ესწრებოდნენ.

კომენტარები