რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბერლინში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები 15 დეკემბერს გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

ბერლინში რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა აშშ-ს წარმომადგენლების მოლაპარაკებები, რომლებიც 14 დეკემბერს ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, 15 დეკემბრის დილას გაგრძელდება.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინულ გამოცემა Suspilne-ს განუცხადა.

14 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მოლაპარაკებებს აშშ-ს მხრიდან აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშერი ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ესწრებოდა. 

შეხვედრის წინ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის მომავალში აღსაკვეთად სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში NATO-ს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობდა, რადგან ამჟამად NATO-ში სრულუფლებიან წევრობას აშშ და სხვა პარტნიორები ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები