საზღვრის უკანონო კვეთა

სატვირთოში დაიმალა და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა – შსს-მ თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში და სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ა.დ. და 2000 წელს დაბადებული ჯ.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ჯ.ქ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

კომენტარები