საზღვრის უკანონო კვეთა

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა - შსს-მ 1 პირი დააკავა

შსს-მ 1983  წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

დ.რ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები