სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სასაზღვრო სექტორ სარფის დასაცავ მონაკვეთზეუცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ.
სამივე მათგანი, 1999 წელს დაბადებული ა.შ., 1986 წელს დაბადებული ა.ვ. და 1987 წელს დაბადებული ვ.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





