შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.ა. სასაზღვრო გამტარ პუნქტის "ბათუმის ნავსადგური“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელით ფარულად, უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთას.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს" - წერია სამინისტროს განცხადებაში.





