ჰარი პოტერის სერიალი

რა მიწერა დენიელ რედკლიფმა და რუპერტ გრინტმა HBO-ს "ჰარი პოტერის" ახალ შემადგენლობას

დენიელ რედკლიფმა და რუპერტ გრინტმა HBO-ს ჰარი პოტერის ტელესერიალში ახალი ჰარი და რონ უიზლის როლების შემსრულებლებს, დომინიკ მაკლაფლინსა და ალასტერ სტაუტს მხარდამჭერი წერილები მიწერეს.

ცნობისთვის, ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს სტრიმინგ სერვის HBO MAX-ზე გამოვა - სერიალი, სავარაუდოდ, შვიდ სეზონს მოიცავს და თითოეული მათგანი ჯ.კ. როულინგის წიგნების სერიის ეკრანიზაცია იქნება.

BBC-ისთან საუბრისას, რედკლიფმა აღნიშნა, რომ

"არ მინდა ამ ბავშვებისთვის მოჩვენებად ვიქცე.

უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ საუკეთესო დროს გაატარებ, იმაზე უკეთესს, ვიდრე მე.

[...] ამ ბავშვების სურათებს რომ ვუყურებ, ჩემთვის ვფიქრობ - "სიგიჟეა, მეც იგივეს ვაკეთებდი მათ ასაკში" - უბრალოდ მინდა რომ ჩავეხუტო მათ - ძალიან ახალგაზრდები და საყვარლები არიან და ვიმედოვნებ, რომ საუკეთესო დროს გაატარებენ". - თქვა რედკლიფმა BBC-სთან საუბრისას.

"ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ - დიდი ბედნიერება მომენიჭა ამ სამყაროში ფეხის შემობიჯებით და ვიმედოვნებ, რომ მასაც იგივე გამოცდილება ექნება". - თქვა რუპერტ გრინტმა ალასტარ სტაუტზე.

კომენტარები