HBO-მ "ჰარი პოტერის" სერიალში ჰარი პოტერის, რონ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერის მთავარი როლებისთვის მსახიობები შეარჩია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი შეასრულებს, ჰერმიონ გრეინჯერისას კი - არაბელა სტენტონი, ხოლო რონ უისლის ალასტერ სტაუტი განასახიერებს. სერიალისთვის გადაღებები დაწყება ამ ზაფხულს არის მოსალოდნელი.
ჰარი პოტერის სერიალი 2026 წელს სტრიმინგ სერვის HBO MAX-ზე გამოვა - სერიალი, სავარაუდოდ, შვიდ სეზონს მოიცავს და თითოეული მათგანი ჯ.კ. როულინგის წიგნების სერიის ეკრანიზაცია იქნება.





