ხანძარი

ბაღდათში, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია, სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. 

უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი.

"ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები