უკრაინა-რუსეთის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა უნდა:
1. აჩერებდეს სისხლის ღვრას და ამავე დროს იცავდეს უკრაინის სუვერენიტეტს.
2. იყოს მისაღები როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის.
3. მაქსიმალურად ამცირებდეს ომის ხელახლა დაწყების რისკის.
ნებისმიერი კრიტიკა იმ სამშვიდობო ჩარჩოს მიმართ, რომელზეც ადმინისტრაცია მუშაობს, ან ვერ იგებს ამ ჩარჩოს არსს, ან არსებულ რეალობას მცდარად წარმოაჩენს.
არსებობს ფანტაზია, თითქოს თუ უფრო მეტ ფულს, მეტ იარაღს [მივაწვდით უკრაინას] ან მეტ სანქციას გამოვიყენებთ, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ. მშვიდობას ვერ შექმნიან წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ. ის შეიძლება რეალურ სამყაროში მცხოვრებმა გონიერმა ადამიანებმა შექმნან.





