აშშ-ს კონგრესი

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი თანამდებობის დატოვებას აანონსებს

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი
CNN

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა თქვა, რომ მომავალ წელს კონგრესში საკუთარ მანდატს დატოვებს.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, კონგრესმენმა გადადგომის მიზეზად ვაშინგტონის პოლიტიკით გამოწვეული იმედგაცრუება დაასახელა, რაც, მისი თქმით, კორუმპირებული "პოლიტიკურ-ინდუსტრიული კომპლექსია," რომელიც ამერიკელებს "დაყოფის პოლიტიკის დაუმთავრებელ თამაშში პაიკებად" იყენებს. 

"ორივე მხარის პოლიტიკური პარტიების მიერ ამერიკელები პოლიტიკურ-ინდუსტრიულ კომპლექსში არიან გამოყენებულები, არჩევნები არჩევნებს მოჰყვება, რათა საბოლოოდ იმ მხარემ გაიმარჯვოს, რომელიც ამერიკელებს მეორე მხარის მეტად სიძულვილის მიზეზებში დაარწმუნებს. შედეგები ყოველთვის ერთნაირია - ჩვეულებრივი ამერიკელი კაცისა თუ ქალისათვის არაფერი არ იცვლება." - თქვა გრინმა.

"მე მჯერა შეზღუდული ვადების და არ ვფიქრობ, რომ კონგრესი მთელი ცხოვრების კარიერა ან მოხუცებულთა თავშესაფარი დაწესებულება უნდა იყოს. ჩემი ერთადერთი მიზანი და სურვილი რესპუბლიკური პარტიის პასუხისგებაში მიცემა იყო იმ დაპირებებისთვის, რომლებსაც ის ამერიკელებს აძლევდა და, ამასთან, პრინციპისთვის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". 

ასევე, დემოკრატების ისეთივე მავნე პოლიტიკის წინააღმდეგ ვიბრძოდი, როგორიცაა "ახალი მწვანე შეთანხმება", სიცოცხლისთვის სახიფათო ფართოდ გახსნილი საზღვრის პოლიტიკა და ტრანს-დღის წესრიგი ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ." - წერია კონგრესმენის განცხადებაში.

გრინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს "ვერანაირად მოერგო" და კონგრესს ტოვებდა, რათა "ამერიკელი ხალხისთვის სხვა გზით ებრძოლა".

ამასთან, გრინმა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. მისი თქმით, ისინი ქვეყნის მართვაზე მეტად "საარჩევნო კამპანიის რეჟიმზე" არიან ორიენტირებულნი.

კომენტარები