აშშ-სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

ალისონ ჰუკერი და ნიკოლ ფაშინიანი

17 ნოემბერს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ალისონ ჰუკერს შეხვდა.

სომხეთის პრემიერის სამსახურის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ დონეზეა ასული.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან თანამშროლობა სომხური საზოგადოებისთვის, ისევე როგორც სომხეთის მთავრობისთვის, სრულიად ახლებურად აღიქმება. მან ასევე ხაზი გაუსვა 8 აგვისტოს მშვიდობის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებასა და ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შერულების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთში მისი ვიზიტი დონალდ ტრამპსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მიღწეული შეთანმხების გაგრძელებაა, რის ფარგლებშიც მხარეებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაღრმავება, ინვესტიციები და უსაფრთხოების სფეროში კავშირები განიხილეს. ამასთან, ჰუკერის თქმით, ეს თანამშროლობა ორივე ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

კომენტარები