პარტია გირჩის ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კობახიძის მიერ Eagle Hills შესახებ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას ეხმაურება.
რაქვიაშვილი ხაზს უსვამს კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ Eagle Hills-ის პროექტის მოგების 33% საქართველოს მთავრობისაა და რომ ეს წილი, სულ მცირე, 2 მილიარდი ლარია.
"გამოდის, რომ მთლიანი პროექტის მოგება 6 მილიარდი ლარია. სხვა სიტყვებით, 6 მილიარდი ლარის მოგების ხათრით, ინვესტორმა 6.6 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს.
ჰოდა, მერე იტყვიან, ჩვენი რატომ არ გჯერათო..." - წერს რაქვიაშვილი.
Eagle Hills
ალექსანდრე რაქვიაშვილი Eagle Hills-ის პროექტის შესახებ კობახიძის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტი




