გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და კაია კალასის ბრიფინგები, რომელიც ორ რამეს ადასტურებს: ერთი, რომ სამწუხაროდ, ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში, დღეს საქართველოს ევროკავშირში არანაირი მომავალი არ აქვს. ეს სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია - და მეორე, კოსმა და კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ილუზიის შექმნის მიზნით, ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ხალხს მიზანმიმართულად ატყუებს, რომ თითქოს, ფორმალურად მაინც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რჩება. ეს ილუზია და ტყუილია. სიმართლე ისაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აღდგენა საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს მოვიშორებთ [...] უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილებისთვის ევროკავშირი სწორედ ამ ანგარიშს გამოიყენებს.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე
ბოკუჩავა: ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს
tbl.ge/7d00
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობანაციონალური მოძრაობაენმთინა ბოკუჩავაქართული ოცნებარუსული რეჟიმიივანიშვილის რეჟიმიევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაევროკომისიის ანგარიში საქართველოზესაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველო
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: დღეს ბრიუსელი პირდაპირი გზით საბჭოთა კავშირისკენ მიექანება
- კალაძე ანგარიშზე: არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ევროპული ბიუროკრატია არაა
- მაჭავარიანი: თუ ვინმეს რევოლუციის მოწყობა უნდა, გვინდა, გამჭვირვალე მაინც იყოს
- ხოშტარია: ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია
- ძალიან დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე




