2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

მაჭავარიანი: ნაერთი ბიუჯეტი 32.5 მილიარდიდან, დაახლოებით 35.5 მილიარდამდე იზრდება

"ჩვენი ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და ნაერთი ბიუჯეტი 32 მილიარდნახევრიდან იზრდება, დაახლოებით 35 მილიარდნახევრამდე, დაახლოებით 3 მილიარდი იქნება ზრდა ბიუჯეტის.

ეს ყველაფერი გადანაწილდება ლოგიკის ფარგლებში, სოციალური მიმართულებებით, ჯანდაცვის მიმართულებით, იმ მიმართულებების ზრდა მოხდება ძირითად ნაწილში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და კეთილდღეობაზე."

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობაზე.

კომენტარები