სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის რუსთავი 2-ს ყოფილი დირექტორი ვარლამ [ვაკო] ავალიანი ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს კატარში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე წარუდგინა.
განკარგულება, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს, 29 ოქტომბრით თარიღდება.
"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ღ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ნოემბრიდან კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ვარლამ ავალიანის კანდიდატურა". - ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის ვაკო ავალიანმა რუსთავი 2-სა და პრამტაიმის ჰოლდინგის დირექტორის თანამდებობა 2025 წლის ივნისში დატოვა. ავალიანი რუსთავი 2-ის დირექტორი 2021 წლიდან იყო. მანამდე კი მაესტროს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
2012-2014 წლებში ავალიანი თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, 2014 წლის თებერვლიდან კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.





