უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე სამი ორეშნიკის რაკეტიდან ერთი გაანადგურეს.
"აქამდე ჩვენ ეს არასოდეს გაგვიხმაურებია. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ГУР-ის, СБУ-სა და СВР-ის ძალების მიერ მათ [რუსეთის] ტერიტორიაზე, კაპუსტინ იარში, სამი ორეშნიკიდან ერთი წარმატებით განადგურდა. ეს ძალიან წარმატებული მისია იყო. განადგურება იყო ასპროცენტიანი.
ეს იყო მეტად წარმატებული ოპერაცია, რომელიც იმ დროისთვის საჯაროდ არ გაჟღერებულა. ამის შესახებ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა ინფორმაცია, აგრეთვე იცოდნენ რამდენიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტებმა. ეს მოხდა იმ დროს, როცა სახელწოდება ორეშნიკი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ არ იყო და რუსები ამ იარაღით განსაკუთრებულად არ იმუქრებოდნენ. თუ არ ვცდები, ეს შარშანწინ, ზაფხულში მოხდა" - განაცხადა მალიუკმა.
მოგვიანებით, СБУ-ს პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რაკეტა, რომელიც საწყობში ინახებოდა და გაშვებისათვის თითქმის მზად იყო. უწყების ცნობით, შემთხვევა 2024 წლის 8-9 ივლისის ღამეს მოხდა.
უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს მაშინ ორეშნიკის მხოლოდ სამი გასროლის შესაძლებლობა ჰქონდა.





