ქარიშხალი მელისა

კარიბის ზღვის აუზში ქარიშხალმა მელისამ, სულ მცირე, 49 ადამიანი იმსხვერპლა

REUTERS/Octavio Jones

ოფიციალური ცნობებით, ქარიშხალ მელისას დადასტურებულ მსხვერპლთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან ჩრდილოეთ კარიბის ზღვის აუზში ნგრევა გამოიწვია.

ჰაიტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქარიშხლის ნელი მოძრაობისგან გამოწვეულმა კოკისპირულმა წვიმებმა სულ მცირე 30 ადამიანი იმსხვერპლა.

ამასთან, ძლიერმა წვიმამ ჰაიტიში გზები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები დააზიანა. 

იამაიკის ინფორმაციის მინისტრმა გარდაცვალების სულ მცირე 19 შემთხვევა დაადასტურა. მან დაამატა, რომ ხელისუფლება სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს.

სტიქიამ იამაიკაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მელისა იამაიკის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. პიკის დროს მისმა სიჩქარემ 298 კმ/სთ-ს მიაღწია, რაც უფრო ძლიერია, ვიდრე ქარიშხალი კატრინა, რომელმაც 2005 წელს ნიუ ორლეანში 1 392 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები