ბრაზილიაში საქართველოს საელჩო

ბრაზილიაში რთული ვითარების გამო, სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს - საელჩო

ბრაზილიაში საქართველოს საელჩო რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი სიფრთხილისკენ  მოუწოდებს. 

"რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რათა გათვალისწინებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციების სრული დაცვა!

საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101" - წერია ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები