სამწუხაროდ, შესწავლის შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდში მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა. მაგალითად, მიმდინარე 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო. პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება.
პრობლემებში ვგულისხმობ დაბალ ტემპს, შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, ხარისხის პრობლემას და ა.შ. [...] ხშირ შემთხვევაში, შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე დიდი მოცულობით ავანსები გაიცემოდა [...] პროექტის მენეჯერებს შორის სამუშაო დატვირთვის არათანაბარი განაწილება და მართვის პროცესებში არათანაბარი პასუხისმგებლობა, კონტრაქტორისთვის სამშენებლო ნებართვის აღების კონკრეტული ვადის არდადგენა ხშირად ნებართვის გაცემის პროცესის გაჭიანურებასა და სამუშაოების დაწყების დაგვიანებას იწვევდა [...] ასევე, სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა, რაც მიუღებელია. ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და სისტემური რეფორმის აუცილებლობაა.





