ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ტენდერის, გამჭვირვალობისა და სახალხო განხილვების გარეშე, თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია, 590 ჰექტარი - გონიოში კი გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია - 260 ჰექტარი არაბულ საინვესტიციო ჯგუფს გადასცა [...] ეს კორუფციის რისკების შემცველი გადაწყვეტილებაა [...] კრწანისის ტყე-პარკი დიდი სარეკრეაციო ზონაა, 5 ტბითა და ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ეკოსისტემით [...] გიონიოში კი ეს ტერიტორია ზღვის სანაპირო ზოლშია, შიდა ტბებით [...]
არაბულმა საინვესტიციო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ თბილისსა და გონიოში, სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს [...] მათივე გადაწყვეტილებით, გაყიდვების 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული [...] საქართველოს ე.წ. მთავრობამ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტერიტორია ჩადო, როგორც ამ პროექტში თანამონაწილემ და აქციების 33% აიღო - ოღონდ, ეს საკონტროლო პაკეტი არაა. მათ არ შეეძლებათ, იმ მწვანე ზონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დღეს განადგურების პირასაა [...] გადამწყვეტი სიტყვა არაბულ საინვესტიციო ჯგუფებს ექნებათ [...]
არაბულ საინვესტიციო ჯგუფებთან გაფორმებული ხელშეკრულება ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას დამალული აქვს. ჩვენი კრიტიკული და რადიკალური მოთხოვნაა, რომ ეს ხელშერულება და მისი პირობები სასწრაფოდ გასაჯაროვდეს.





