პირველ რიგში, არ ვიცი სარჩელი, მერე არ ვიცი ამ სარჩელში რა საფუძვლები იქნება მოყვანილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. ერთი რამე ვიცი ზუსტად - ადამიანები, რომლებიც ადამიანების უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, როცა არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ამ ყველაფერში იყო ჩართული, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების მე პოლიტიკაში ხილვა არ მინდა.
მე არ მინდა, რომ ჩემ მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც გუშინ ციხეში ადამიანებს აწამებდა. ძალიან ბევრი არის, ვინც ამას ამართლებდა, ვინც ამის მონაწილე იყო. [...]
ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამე მომხდარა სხვა ქვეყნებშიც, პირველი შემთხვევა არ იქნება საქართველო. გერმანიაშიც მომხდარა, ესპანეთშიც მომხდარა, თურქეთშიც მომხდარა, საქართველოშიც მომხდარა, ზვიად გამსახურდიამ თავის დროზე აკრძალა კომუნისტური პარტიის მონაწილეობა.
სასამართლომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება, სასამართლო თუ იქნება დაუსაბუთებელი, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო ამ ყველაფერზე განსხვავებულ მოსაზრებას გამოაქვეყნებს - ეს ის საკითხი არ არის, რაც საბოლოო ჯამში გაურკვეველი დარჩება.





