რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის იერიშის შედეგად ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ გაზის მიღება შეაჩერა

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის იერიშის შედეგად რუსეთში ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, გაზის მიღება შეეჩერებინა.

მანამდე უკრაინის სამხედრო დანაყოფმა განაცხადა, რომ სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ორენბურგის ოლქის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. 

ორენბურგის რეგიონულმა გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა დაადასტურა, რომ ქარხნის ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც გაზპრომის საკუთრებაში არსებული ობიექტი დაზიანდა.

მანამდე, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში სამარის ნავთობის გადამამუშავებელ და ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში 19 ოქტომბერს მიიტანა.

ორენბურგში მდებარე გაზის ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძრის გაჩენა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა გენერალურმა შტაბმა დაადასტურა. თავდასხმის შედეგად გაზის მიღებისა და გაწმენდის დანადგარი დაზიანდა. 

ცნობისთვის, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანა 20-მდე ნავთობპროდუქტს აწარმოებს, რომლის დიდ ნაწილს რუსული ჯარი იყენებს.

კომენტარები