რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუმასიანის ცნობით, სომხეთში დაკავებული უკრაინაში მებრძოლი ვანო საბაშვილი თავისუფალია

გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთმა კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო საბაშვილი გაათავისუფლა.

"სომხეთმა ვანო საბაშვილიც გაათავისუფლა გიორგი კინოიანის მსგავსად!" - წერს ტუმასიანი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ვანო საბაშვილს სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე ემუქრებოდა.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 8 სექტემბერს სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე დაკავებული გიორგი კინოიანი გაათავისუფლეს.

პუბლიკას ცნობით, კინოიანის უფლებადამცველმა, ანი ჩატინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის 36-დღიანი პატიმრობის შემდეგ არარეპატრიაციის პრინციპის გამოყენების შედეგად გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 ოქტომბერს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს, გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა.

კომენტარები