არადეკლარირებული ოქრო

RS: აეროპორტში, ხელბარგში 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოვაჩინეთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. 

"უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა". - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები