საქართველო-ფინეთი

ვალტონენი: რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ – აქ მათ მხარდასაჭერად ვართ

"თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" - ამის შესახებ პოსტს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვალტონენი რუსთაველის გამზირიდან ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც ამბობს: 

"მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვიმყოფები, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, ასევე ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო. 

შეშფოთებულები არიან იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლების ქონას და ჩვენ ვართ აქ, რათა მათ მხარი დავუჭიროთ" - ამბობს ვალტონენი. 

ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, 14 ოქტომბერს ის შეხვდა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინსიტრ მაკა ბოჭორიშვილსაც.

კომენტარები