ივანიშვილის რეჟიმი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს (OSCE) თავმჯდომარეს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს შეხვდა.

როგორც უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, "შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში - არსებულ მძიმე მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით". 

ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება "ობიექტურად უნდა ხდებოდეს და არ არის ნორმალური დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა".

"როდესაც ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად

დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, არ არის ნორმალური დემოკრატიული ინსტიტუტებზე შეტევაზე თვალის დახუჭვა და კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველასთვის თანაბარი და ერთნაირი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ამ შემთხვევაში სუბიექტი

მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის აუცილებლობაზე, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სწორედ ის შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, როგორიც არის პარლამენტი მათ შორის, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობს სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, როდესაც ისინი საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან არჩევნებზე და ირჩევენ ხელისუფლებას.

აბსოლუტურად დავეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს, მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომელიც აკეთებს არჩევანს და ნამდვილად ყველა ვალდებულია, რომ დავიცვათ მათი არჩევანი და პატივი ვცეთ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც მათი არჩევანის შედეგად აირჩევა". - თქვა ბოჭორიშვილმა IPN-ის ცნობით.

 

კომენტარები