ფინანსური დანაშაული

გვარები არაფერ შუაშია – კობახიძე ფინანსური დანაშაულების კანონში ცვლილებებზე

ფინანშურ დანაშაულებთან დაკავშირებით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე, რომელიც მსჯავრდებულებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანონპროქტის მიღებასთან კონკრეტული გვარები არაფერ შუაშია. 

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა - კანონში ცვლილებებზე ჩანაწერი, არის თუ არა გათვლილი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფულ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რაზეც ივანიშვილის წარმომადგენელმა თქვა, რომ – "არა, გვარები არაფერ შუაშია".

"ზოგადად ეს პრინციპი ისედაც მოქემდებს ჩვენ კანონმდებლობაში, მაგალითად, მოქალაქეობაც კი შეიძლება ვერ დატოვოს ადამინამა, თუ მას აქვს ფინანსური ვალდებულებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო მიმართულებით. ამ პრინციპის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომლებიც უკვე აისახა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით, როგორიცაა თაღლითობა და ა.შ. აქ გვარები არაფერ შუაშია, აქ არის პრინციპი". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ "ერთი კანონი უკვე მიღებულია ბაჩიაშვილის ისპირაციით", კობახიძემ თქვა, რომ "რეალურად ეს არ არის საინტერესო, მთავარია სწორი პრიციპების საფუძველზე შექიმნას ჩვენი კანონმდებლობა". 

კომენტარები