შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში ცხელ კვალზე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიციამ მ.შ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა". - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.





