4 ოქტომბერი

კობახიძე: უნდა ველოდოთ დაკავებულთა რიცხვის გაზრდას

სავარაუდოდ გაიზრდება [დაკავებულთა რიცხვი] გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული მიეცემა პასუხისგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რა თქმა უნდა, იქ რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ჯამში დაკავებულია 46 პირი.

კომენტარები