მოლდოვა

მოლდოვის სოციალისტების პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აქციებს აანონსებს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სოციალისტების პარტია (PSRM) არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ქვეყანაში საპროტესტო აქციებს აანონსებს.

პრორუსული PSRM-ს საპარლამენტო ლიდერი. ვლად ბატრინჩეას მტკიცებით, არჩევნები ბევრი დარღვევითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ჩატარდა. 

"სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ მოლდოვის მომავალზე, თუ ქვეყანაში არ არის დემოკრატია ან თავისუფალი არჩევნები. არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი და მასში მონაწილეობისას ყველა თანაბარი პირობებით უნდა სარგებლობდეს" – ამბობს პარტიის ლიდერი. 

28 სექტემბერს მოლდოვაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) ხმების 50.14%-ით გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნება შეძლო.

ამასთან, პრორუსული "პატრიოტული ბლოკს" (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს, მესამე ადგილს კი ხმების 7.97%-ით ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია "ალტერნატივა" იკავებს. მას მოჰყვება "ჩვენი პარტია," ხმების 6.20%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), რომელსაც ხმების 5.62% აქვს.

კომენტარები