დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ გაცილებით მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ოდესმე იმის დასადასტურებლად, რომ არ სჯერათ საქართველოს მოქალაქეებს იმ ყალბი პროცესის, რომელსაც არჩევნებს ეძახის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამავდროულად იყო და არის სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, რომელსაც თავისი წევრები ჰყავს, თავისი ლიდერი ჰყავს, მათ შორის ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც ოდნავ განსხვავებული ხედვა და მოწოდებები ჰქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ერთგულია იმ განცხადების, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა, იმ განცხადებების, რომლებსაც მე პირადად ვაკეთებდი და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დიახ, დღევანდელი დღე, როგორც რუსული რეჟიმის დელეგიტიმაციის დღე, როგორც დღე, როდესაც უამრავი საქართველოს მოქალაქე გამოვიდა იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შედგა.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაცილებით უფრო მკაფიო და ცხადი იქნებოდა ეს სურათი ქვეყნის შიგნით ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, ოპოზიცია რომ ყოფილიყო ერთიანი. [...]
განსხვავებული მოლოდინები არსებობდა, მათ შორის, საჯარო კომუნიკაციაშიც საკმაოდ, ჩემი აზრით, მკაფიო იყო ეს განსხვავება მოლოდინებში. დღევანდელი დღით, რა თქმა უნდა, არაფერი არ სრულდება და ერთსაც ვიტყვი, რომ ახლა რაღაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა და დამნაშავის ძიება არის სწორედ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ბიძინა ივანიშვილი რითი იგებს? ბიძინა ივანიშვილი იგებს ერთადერთი რამით: ადამიანების დაყოფით, ფრაგმენტაციით და მათი დაპირისპირებით.





