ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 28.22%-ია. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში საარჩევნო უბნებზე მივიდა 231 015 ამომრჩეველი, რაც თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 22.14%-ია.
ცესკოს მონაცემებითვე, 12:00 საათზე საქართველოს მასშტაბით არჩევნებზე 602 445-მა ამომრჩეველმა, სრული რაოდენობის 17.15%-მა მისცა ხმა, თბილისში - 134 902 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.93%-ია.
10:00 საათზე საარჩევნო უბნებზე 275 948 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობა დაახლოებით 7.85%-ია. 10:00 საათზე თბილისში არჩევნებზე 63 500 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 6.09%-ია.





