ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური: საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში იარაღის 111 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ცეცხლსასროლი იარაღის 111 ვაზნა აღმოაჩინეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში სარფი, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში ცეცხლსასროლი იარაღის 111 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები