ავტოსაგზაო შემთხვევა

ქარელში, 60 წლამდე კაცი ხელის ტრაქტორით გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა

Tabula

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრეთში 60 წლამდე ასაკის კაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.

ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ, ვარაუდის მიხედვით, მამაკაცი ტრაქტორით მოძრაობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ტრაქტორის მართვა ვეღარ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები