რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დარტყმებს ერთი პირი ემსხვერპლა, არის 28-მდე დაშავებულიც

Volodymyr Zelensky/ Telegram

30 სექტემბერს, დღისით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანადნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰიი ლისაკმა განაცხადა, რომ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 28 - დაშავდა. 

"წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებული. რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ყოველი დეტალის გარკვევა მიმდინარეობს," დაწერა ლისაკმა ტელეგრამზე. 

ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 10 წლის ბიჭი და 17 წლის გოგოც. ამასთან, დაშავებულთაგან 12 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლისაკმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილებიდან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობაც სერიოზული იყო, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამასთანავე, ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა დრონებმა სამედიცინო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობები დააზიანეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით მიტანილი იერიშის კადრებიც:

კომენტარები