რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ბადრა გუნბას ე.წ. გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე წერილით მიულოცა.
"პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ,
გულითადად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს. 30 სექტემბერი გახლავთ სიმამაცის სიმბოლო აფხაზური ერისა, რომელმაც შეძლო მძიმე ბრძოლაში დაეცვა საკუთარი სუვერენული და მშვიდობიანი მომავლის უფლება.
რუსულ-აფხაზური ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს, წარმატებით მყარდება. დარწმუნებული ვარ, რომ სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ახლო თანამშრომლობა გააგრძელებს ჩვენი ერების დაახლოებასა და კეთილდღეობის მოტანას. ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ მეგობრული კომპლექსური თანამშრომლობა აფხაზეთთან და მისი განვითარება.
პატივცემულო ბადრა ზურაბოვიჩ, მთელი სულით გისურვებთ ჯანმრთელობასა და ახალ მიღწევებს თქვენი პასუხისმგებლობის საქმიანობაში, აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მცხოვრებს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას." - წერია მედვედევის წერილში.





