აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჰამას-ისრაელის ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმება და ისრაელელი მძევლების გათავისუფლება "ძალიან ახლოსაა".
ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
"მგონი, ღაზაზე შეთანხმება გვაქვს, ძალიან ახლოს ვართ ღაზაზე შეთანხმებასთან. [...] როგორც ჩანს, ღაზაზე შეთანხმება გვაქვს. გაგაგებინებთ". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მძევლების დაბრუნებასა და ომის დასრულებას მოიცავს.
"ეს იქნება შეთანხმება, რომელიც მძევლებს დააბრუნებს. ეს იქნება შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებს. მშვიდობა იქნება. მგონი, შეთანხმება გვაქვს". - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ, 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მუსლიმ და არაბ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "რაღაც დონის შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა." ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმების გაფორმებამდე ვაშინგტონში ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უნდა შეხვდეს - ლიდერებს შორის შეხვედრა შემდეგ კვირას, 29 სექტემბერს გაიმართება.





