რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბალტიის ზღვის თავზე ორმა უნგრულმა ავიაგამადგურებელმა ხუთ რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრა

ბალტიის ზღვის თავზე ორმა უნგრულმა Gripen-ის ტიპის ავიაგამადგურებელმა ხუთ რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრა. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა ავრცელებს.

NATO-ს საჰაერო სარდლობის ცნობით, რუსული თვითმფრინავები ლატვიის საზღვართან ახლოს გადაადგილდებოდნენ.

მათი ინფორმაციით, ბალტიის ზღვის თავზე МиГ-31-ის ტიპის 3 სამხედრო თვითმფრინავი, Су-30-სა და Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები იმყოფებოდნენ.

"უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულების დემონსტრირებას ახდენს" - დაწერა NATO-ს საჰაერო სარდლობამ სოციალურ ქსელში.

კომენტარები