კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნიკეის კრების 1700 წლისთავის აღსანიშნავად, კათოლიკე ეკლესია საქართველოში სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორ ღონისძიებას გეგმავს:
- 30 სექტემბერს, 19:00სთ-ზე, ა. გრიბოედოვის ქ. 10, თბილისის კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და თბილისის სამების საკათედრო ტაძრის პოლიფონიური გუნდები;
- 1–ელ ოქტომბერს, "საბაუნის" უნივერსიტეტში გაიმართება ნიკეის კრებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მეცნიერები.





