თბილისის მერია

კალაძე: მეტროს I ხაზზე 2 სადგური აშენდება - ახმეტელის და ვარკეთილის მეტროებს დავაგრძელებთ

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროს პირველ ხაზზე ორი სადგური აშენდება. კალაძე ამბობს, რომ ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურები დაგრძელდება. 

"ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში ახალი პროექტი განხორციელდება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ I ხაზზე, ორივე მიმართულებით, აღნიშნული მეტროები თითო სადგურით დავაგრძელოთ.

ვარკეთილის მიმართულებით, პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე 1 კმ და 200 მეტრი იქნება. დილის პიკის საათში ახალი მეტროსადგური 4 500 მგზავრს მიიზიდავს. მაგალითისთვის, ჰუალინგის ვარკეთილის მიმართულებით მინიმალური დღიური მგზავრთნაკადი 66 000 ადამიანია, რომელთა ნაწილი შეძლებს, გადანაწილდეს და ახალი მეტროსადგური გამოიყენოს.

გლდანის მიმართულებით კი პერსპექტიული ხაზი 1 კმ-ით და 100 მეტრით დაგრძელდება. უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დილის პიკის საათში ახმეტელის თეატრის მიმდებარედ გადამსხდომ მგზავრთა რაოდენობა 4 460 მგზავრით შემცირდება". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. 

კალაძის თქმით, ამ პროექტის განხორციელება მისი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

კომენტარები