რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ სარატოვის და სამარის ოლქებში ნავთობის ქარხნებზე იერიში მიიტანა

ღამით უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა სარატოვსა და სამარაში ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.  

გენშტაბის ცნობით, ქარხანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 2.54%-ს შეადგენს. სამარას ოლქში მდებარე ქარხანა რუსეთის ნავთობის 3%-ს გადაამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქალაქი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გარდა ამისა, სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა დააზიანეს მაგისტრალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი - "სამარა" (ЛПДС). ამ სადგურში ექსპორტისთვის განკუთვნილი Urals-ის ნავთობის ტიპის პროდუქტის მისაღებად სხვადასხვა საბადოდან მიღებული მაღალი და დაბალს გოგირდიანი ნავთობის შერევა ხდება, რაც რუსეთის ფედერაციის საერთო ექსპორტის 50%-მდე შეადგენს.

რუსულ ტელეგრამ არხებზე სარატოვის ნავთობის საწარმოს დაბომბვის კადრები გავრცელდა.

კომენტარები