რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კურსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი და Z-ბლოგერი რომან ალეხინი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა.
იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ალეხინი "რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე არასანდო ინფორმაციას ავრცელებს".
ალეხინმა РБК-ს განუცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან შეტყობინება არ მიუღია, მაგრამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
"აბსოლუტურად არანაირი ფინანსური გადახდები, ნაღდი თუ ელექტრონული, უცხოელების მხრიდან ჩემთვის არ ყოფილა. არასოდეს. არც მივიღებდი. [...] ჩემს მასალებს [სპეციალურ მარკას] აუცილებლად დავადებ. მე რუსეთის მოქალაქე ვარ და ვალდებული ვარ რუსეთის ფედერაციის კანონები დავიცვა, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს ისინი" - განაცხადა მან.
ალეხინთან ერთად იუსტიციის სამინისტრომ "უცხოელი აგენტების" რეესტრში შემდეგი პირები და ორგანიზაციები დაამატა: რუსი ისტორიკოსი, სერგეი ერლიხი, ჟურნალისტი ელენა რკოვცევა, აქტივისტი ივან ვოსტრიკოვი და ადამიანის უფლებათა დამცველი მედია-პროექტი Avtozak-LIVE.





